(ბერძნული სიტყვაა და სუნთქვის გაძნელებას ნიშნავს) მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მსტვინავი სუნთქვის შეტევები, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ვიწროვდება ბრონქოსპაზმის გამო, ლორწოვანის შეშუპება და ბრონქებისა და ბრონქიოლების სანათურში ლორწოს გამოყოფით; ტრაქეობრონქული ხის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების მსუბუქიდან მძიმემდე ობსტრუქცია; სიმპტომები შესაძლებელია იცვლებოდეს ხველებიდან დისპნოემდე და ზოგადად ეპიზოდური ან პაროქსიზმული ხასიათისაა, მაგრამ შესაძლებელია იყოს პერსისტენტულიც.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.