| ქართ. | ავტოკლავში სტერილიზება |
მიკროორგანიზმების დესტრუქცია ორთქლის მეშვეობით წნევის ქვეშ. აუტოკლავები ან ორთქლით სტერილიზატორები გამოიყენება ჯანდაცვის დაწესებულებებში სიცხისადმი რეზისტენტული პაციენტის მოსავლელი ხელსაწყოების სტერილიზაციისთვის, რომლებიც გამოიყენება სხეულის ქსოვილების მისაწვდომად. აუტოკლავირება (ორთქლით სტერილიზაცია) არის დაბალი ტემპერატურის თერმული პროცესი და შემუშავებულია ისე, რომ ორთქლი პირდაპირ კონტაქტში იყოს დაინფიცირებულ ნარჩენებთან კონტროლის ქვეშ და საკმაო დროის განმავლობაში ნარჩენების დეზინფექციისთვის. ოპერაციის ტემპერატურა უნდა იყოს 121℃, ხოლო წნევა 15 ფუნტი კვადრატულ ინჩზე (psi) ავტოკლავში 60 წთ-ზე მეტ ხანს ყოფნისას; ან ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 135℃-ისა, ხოლო წნევა 31 (psi) ავტოკლავში 45 წთ-ზე მეტ ხანს ყოფნისას; ან ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 149℃-ისა, ხოლო წნევა 52 (psi) ავტოკლავში 30 წთ-ზე მეტ ხანს ყოფნისას; იხ. ჰიდროკლავი, ნარჩენები, ნარჩენების გაწმენდა.
იხილეთ ასევე: ჰიდროკლავი, ნარჩენები, ნარჩენების გაწმენდა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.