| ქართ. | პოზიციის (დამოკიდებულების, მიდგომის) შკალა |
პოზიციის (დამოკიდებულების, მიდგომის) ტექნიკური გაზომვა რაოდენობრივად, შედარებით უფრო მეცნიერული გზით. ის მოიცავს რამდენიმე სტადიას. თითოეული მათგანი გამოიყენება რათა დამტკიცდეს, რომ ის სანდო და მოქმედი მეთოდია. ეს არის პოზიციის (დამოკიდებულების, მიდგომის) საზომი თვით-მოხსენების (სელფ-რეპორტ) მეთოდი. ის ცდილობს მიიღოს პიროვნების პოზიციის (დამოკიდებულების, მიდგომის) ზუსტი მაჩვენებელი გარკვეულ საკითხთან მიმართებაში შემოწმებული ინფორმაციის გამოყენების მეშვეობით. იმავდროულად, სთხოვს თითოეულ პიროვნებას გამოხატოს თანხმობა ან უარი თითოეულ განცხადებასთან მიმართებაში ან სთხოვს პიროვნებას დააკონკრეტოს მისი თანხმობის ან უარის ხარისხი განცხადებების გარკვეულ ჯგუფთან მიმართებაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.