ერთ-ერთი განზომილება გრაფიკზე. ორ-განზომილებიან გრაფიკს აქვს ორი ღერძი: ჰორიზონტალური X ღეძი და ვერტიკალური Y ღერძი. მათემატიკურად შესაძლებელია იყოს ორზე მეტი ღერძი, ხოლო გრაფიკები ზოგჯერ იხაზება სამ განზომილებაში; თვალი აღიქვამს მხოლოდ სამ განზომილებას. ნოზოლოგიაში, კლასიფიცირების ღერძი არის კონცეპტუალური ჩარჩო, მაგ: ეთიოლოგიური, ტოპოგრაფიული, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, მაგ. მრავალღერძიანია; პირველადი ღერძი ტოპოგრაფიულია (ანუ სხეულის სისტემა); მეორადი ღერძი დაკავშირებულია დაავადების ეთიოლოგიასთან, გამოვლინებასთან, დაზიანებული ადგილების დეტალებთან, სიმძიმესთან და ა.შ. (Last 1995).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.