ინვენტარის კონტროლის ტექნიკა, რომელშიც ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს მასალის ფასი ცნობილია, რომ მასალის მცირე რაოდენობა მოიხმარს რესურსების დიდ ნაწილს და პირიქით. წამლების/მაღაზიების მასალების დაახლოებით 10%-ის ღირებულება შეადგენს რესურსების საფასურის 70%-ს (A ჯგუფი), წამლების/მაღაზიების მასალების დაახლოებით 20%-ის ღირებულება შეადგენს რესურსების საფასურის 20%-ს (B ჯგუფი), ხოლო დანარჩენი წამლების/მაღაზიების მასალების დაახლოებით 70%-ის ღირებულება შეადგენს რესურსების საფასურის მხოლოდ 10%-ს (C ჯგუფი).
იხილეთ ასევე: VED Analysis – VED ანალიზი
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.