ქართ. | ძირითადი მინიმალური სამსახურები |
წარმოადგენენ უწყებებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნებისა და გადარჩენისთვის. ეს უწყებანი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. შვიდი ძირითადი სამსახური, რომლებსაც ინდოეთის მთავრობის თანახმად, ყველაზე მეტად უნდა მიექცეს ყურადღება : 1. სოფლისა და ქალაქის ტერიტორიაზე სუფთა წყლის მიწოდების უზრუნველყოფა 100%-ით; 2. სოფლისა და ქალაქის ტერიტორიაზე ჯანდაცვის პირველადი საშუალებების უზრუნველყოფა 100%-ით; 3. პირველადი განათლების უნივერსალიზაცია; ელემენტარული და ზრდასრულთა განათლების 100%-ით უზრუნველყოფა; 4. მუნიციპალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა ყველა თავშესაფარმოკლებული ღარიბი ოჯახისთვის; 5. შუადღის კვების პროგრამის გაგრძელება დაწყებით სკოლებში, ქალაქის ყველა კორპუსსა და სოფლის ყველა შუკაში. 6. გზების ან ქუჩების გაყვანა ყველა მიუწვდომელ სოფელსა და დასახლებაში, რათა შესაძლებელი იყოს დაკავშირება; 7. საზოგადოებრივი განაწილების სისტემის ხაზები ღარიბ ნაწილზე ყურადღების გამახვილებით.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.