| ქართ. | განსაზღვრის /გაზომვის ცდომილება |
ეპიდემიოლოგიურ კვლევაში შემთხვევების გამოვლენის, დიაგნოზის ან დადასტურების მეთოდებში სისტემატიური შეცდომების გამო. ამის მაგალითს წარმოადგენს ჰოსპიტალურ შემთხვევებში დიაგნოზის გადამოწმება ლაბორატორიული ტესტებით, მაგ: არასენსიტიურ განზომილებათა სისტემის ცდომილება, მიზეზის ცდომილება, საბოლოო რიცხვების უპირატესობის ცდომილება, მეხსიერების ცდომილება, ყურადღების ცდომილება და ა.შ. ასეთი ცდომილებები შესაძლებელია ავირიდოთ მომდევნო გზებით: 1) მონაცემთა შეგროვების ან ექსპოზირებისა და გამოსავლის ზუსტი კრიტერიუმების წინასწარი განსაზღვრა; 2) ჯგუფებს შორის ნებისმიერი განსხვავების შეზღუდვა ექსპოზირების, დაავადების ან გამოსავლის თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით; 3) სუბიექტებისა და მკვლევარების „ორმაგი სიბრმავე“, როდესაც ცოდნა ხელს უშლის ექსპოზირების გავლენას შედეგებზე. 4) მონაცემთა მისაღებად ძლიერი, რიგიდული ფორმატის დადგენა; 5) გამოვლინების პროცედურები ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ორივე ჯგუფში; 6) შედეგებზე მოქმედი პოტენციური დამაბნეველი ცვლადების შემოწმება; 7) 80% პასუხის მიღება გამოკითხვის შემთხვევაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.