Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Selection Bias

 
ქართ.შერჩევის ცდომილება
მგრძნობელობის ცდომილებასაც უწოდებენ, რომელიც ვლინდება როცა შესადარებელი ჯგუფები სხვადასხვაგარად არის მგრძნობიარე ინტერესის შედეგის მიმართ, საექსპერიმენტო მანევრის შესრულებამდეც კი. ძირითად მონაცემებში მიღებულმა განსხვავებებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს საექსპერიმენტო მანევრის შედეგზე, მაგ: პოპულარობის ცდომილება, ცენტრისკენული ცდომილება, referral მიმართულების (შემოთავაზების, გადაცემის) ცდომილება. ასეთი ცდომილებების არიდება შესაძლებელია მომდევნო საშუალებებით: (1) ყველაზე მძლავრი კვლევის დიზაინის შერჩევა, რომელიც გამოდგება ჰიპოთეზის შესამოწმებლად; (2) პირველ რიგში უნდა დადგინდეს კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდების ზუსტი კრიტერიუმები; (3) რანდომიზაცია მოაცილებს ადამიანის მსჯელობას ჯგუფების გადანაწილების შესახებ და შესაძლებლობის შემთხვევაში უკეთესია მისი გამოყენება; (4) მანევრის შესაფასებლად შერჩევის კრიტერიუმების ჩამოყალიბება; (5) საკონტროლო ჯგუფები უნდა იყოს საცდელი ჯგუფის მსგავსი იმ ცვლადებთან მიმართებაში, რომლებიც არიან დაავადების ინციდენტობის პრედიქტორები; (6) ორ ჯგუფში მონაცემთა არასწორად წარმომდგენი ცვლადების დამთხვევების რეგულირება; (7) შესაძლებელია იყოს ერთზე მეტი საკონტროლო ჯგუფი (Begg 1987, Rothman 1986, Sackett 1979).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12