| ქართ. | ბინომიალური განაწილება |
ალბათობების განაწილება, რომელიც დაკავშირებულია ორ ურთიერთგამომრიცხავ გამოსავალთან, მაგ: კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნის არსებობა ან არარსებობა, სიკვდილი ან გადარჩენა. ეს არის n რაოდენობის დამოუკიდებელი ობზერვაციების ნიმუშში ბინარული მოვლენის გამოვლენის რაოდენობის ალბათობის განაწილება. ბინომიალური განაწილება გამოიყენება კუმულაციური ინციდენტობის და პრევალენტობის კოეფიციენტების მოდელირებისთვის. Bernoulli Distribution — ბერნოულის განაწილება არის ბინომიალური განაწილების სპეციფიური შემთხვევა, როცა n=l. ის გამოისახება როგორც: ( p + q ) n სადაც n=ნიმუშის ზომა, p=წარმატების ალბათობა, q=წარუმატებლობის ალბათბა, ხოლო p + q=1.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.