| ქართ. | საწყისი, გარდატეხის, წერტილი |
(1) ჰელმინთების ეპიდემიოლოგია, ჭიის კრიტიკული საშუალო გავრცელება მოსახლეობაში, რომლის ქვემოთაც ჰელმინთების შეჯვარების სიხშირე საკმაოდ დაბალია რეპროდუქციის შესანარჩუნებლად. სიდიდე, რომელიც აჭარბებს ჭიის გავრცელების საწყის, გარდატეხის წერტილს, მიუთითებს, რომ ჭიების გავრცელება გაიზრდება წონასწორობის მიღწევამდე; საწყისი, გარდატეხის წერტილზე ნაკლები სიდიდე მიუთითებს, რომ ჭიების გავრცელება პროგრესულად დაიკლებს. (2) ქლორით დამუშავებისას ქლორისადმი მოთხოვნა არის ქლორის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ბაქტერიების დასახოცად და წყალში არსებული ყველა ორგანული და ამონიუმის შემცველი ნივთიერების დასაჟანგად; ამის შემდეგ, ქლორი იწყებს წყალში გამოჩენას ნარჩენის სახით, რაც აუცილებელია კონტაქტის სპეციფიური პერიოდის დასასრულს, ჩვეულებრივ ერთი საათი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საზღვარს მომდევნო მიკრობული დაბინძურების წინააღმდეგ, როგორიც შესაძლებელია გამოვლინდეს შენახვისა და განაწილების პერიოდში. გარდატეხის, საწყისი წერტილი არის წერტილი, რომელზეც წყალში ქლორის მოთხოვნილება არის ნაჩვენები.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.