კანის ან ლორწოვანი გარსების გავრცელებული ინფექცია, რომელსაც იწვევს საფუარების მსგავსი სოკოები, ჩვეულებრივ Candida Albicans; ყველაზე გავრცელებული ვაგინიტის მიზეზი. ქალებში სიმპტომატიკა არის ინტენსიური ვაგინალური წვა, ქავილი და მასიური, თეთრი სითხე საშოში და მის გარშემო. მამაკაცებში სიმპტომატიკა - გენიტალიების ქავილი და თეთრი სითხე ჩუჩის ქვეშ (თუ არ არის წინდაცვეთილი). ეს სქესობრივად გადამდები დაავადებაა და უნდა ვუმკურნალოთ ნისტატინით.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.