Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
CA CE CH CL CO CR Ch Cl Co Cr Cu

Campylobacteriosis

 
ქართ.კამპილობაქტერიოზი
ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Campylobacter-ის ჯგუფის სპირალური ფორმის ბაქტერია და ამ ბაქტერიით ავადდებიან ძირითადად ისინი, ვისაც აქვს შეხება ფრინველის ხორცთან ან მიირთმევს უმ ან ცუდად მომზადებულ ფრინველის ხორცს ან სვამს არაპასტერიზებულ რძეს. ხმელეთის ზედაპირზე არსებული წყალი და მთის წყაროები შესაძლებელია დაბინძურდეს ძროხების ან გარეული ფრინველების დაინფიცირებული ფეკალიებიდან. ადამიანების უმრავლესობას, ვინც ავადდება კამპილობაქტერიოზით, აწუხებთ ფაღარათი, მუცლის მოჭერითი ხასიათის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ცხელება 2-5 დღეში მიკროორგანიზმებთან შეხების შემდეგ. ფაღარათი შესაძლებელია იყოს სისხლიანი და ახლდეს გულისრევა და ღებინება. დაავადება ტიპიურად გრძელდება ერთი კვირა. ზოგიერთ ადამიანს, ვინც დაინფიცირებულია Campylobacter-ით საერთოდ არ გააჩნია სიმპტომები. ადამიანებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ იმუნური სისტემა, Campylobacter იშვიათად ვრცელდება სისხლში და იწვევს სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციას. თეორიულად, ყველა Campylobacter-ით დაინფიცირებული პირი გამოჯანმრთელდება რაიმე სპეციფიური მკურნალობის გარეშე. პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, სანამ ფაღარათი გრძელდება. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია  გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები, როგორიცაა, ერითრომიცინი ან ფლუოროქინოლონი და შევამოკლოთ სიმპტომების ხანგრძლივობა თუ წამალს დაავადების ადრეულ სტადიაზე მივცემთ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12