| ქართ. | შემთხვევის კოჰორტული კვლევა |
ტრადიციულ კოჰორტულ კვლევასთან შედარებით მზარდი ეფექტურობის მქონე სხვა მეთოდი. მსგავსად შემთხვევა-კონტროლის კვლევისა, ყველა შემთხვევა და საკონტროლო ჯგუფია ჩართული, მაგრამ საკონტროლო ჯგუფის შერჩევა ხდება მთლიანი კოჰორტიდან და არა მხოლოდ იმათგან, ვისაც დაავადება არ აქვს, აგრეთვე არ არის შერჩეული შემთხვევების შესაბამისად. არამედ, სხვა ცვლადების გათვალისწინება ხდება სტატისტიკური ანალიზის დროს. შემთხვევა-კოჰორტის დიზაინი განსაკუთრებით გამოსადეგია, როცა გვაინტერესებს კავშირი ექსპოზირებასა და სხვადასხვა დაავადებებს შორის, მაგ: ბეტა კაროტენსა და კოლინჯის, ფილტვების და პანკრეასის კიბოს შორის.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.