| ქართ. | დაჭერა-განმეორებით დაჭერის მეთოდი |
პოპულაციაში მდგომარეობის პრევალირების და გამოვლინების სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გამორჩენილი შემთხვევების შეფასების მეთოდი (Laporte et al l992, Witte Seta 1974). სხვადასხვა დამოუკიდებელი ურთიერთდამფარავი არჩევანის მონაცემების შედარება ხდება გამორჩენილი შემთხვევების და დაზიანებულთა საერთო რაოდენობის შესაფასებლად. ეს ტერმინი წარმოიშვა გარეულ ცხოველთა აღწერაში დაჭერა-მონიშვნა-გაშვება-ხელახალი დაჭერა მეთოდის მეშვეობით და შემდგომში ეს გამოყენებულ იქნა ადამიანთა ეპიდემიოლოგიაში. ის გამოიყენება პოპულაციის კვლევებში მაგ. აკრძალული პრეპარატების მომხმარებლები, ქუჩაში კომერციული სექსით დაკავებული მუშაკები. ორი „დაჭერის“ მეშვეობით რისკის ქვეშ მყოფი ტოტალური პოპულაციის შეფასების გამოთვლა ხდება რიცხვების გამრავლებით და ორივე დაჭერის დროს დაჭერილთა რაოდენობაზე გაყოფით. პრევალირების კოეფიციენტის გამოთვლა იგივენაირად ხორციელდება. იხ. არჩევანი თოვლის გუნდის მეთოდით.
იხილეთ ასევე: არჩევანი თოვლის გუნდის მეთოდით.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.