| ქართ. | ნახშირჟანგით მოწამვლა |
ხასიათდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, სისუსტით, გულისრევითა და ღებინებით, გულ-მკერდის ტკივილით და გონების დაბინდვით. მაღალი დოზით ნახშირჟანგმა შესაძლებელია გამოიწვიოს გონების დაკარგვა და სიკვდილი. თუ ექიმმა ეჭვი არ შეიტანა, ნახშირჟანგით მოწამვლის დიაგნოზის დასმა რთულია, ვინაიდან სიმპტომატიკა სხვა დაავადებებს გავს. თუ ადამიანს სძინავს ან იწამლება, შესაძლებელია გარდაიცვალოს ნახშირორჟანგით მოწამვლისგან რაიმე სიმპტომატიკის გამოვლინებამდე. ადამიანებმა: 1) არასოდეს არ უნდა გამოიყენონ ქურა ან ღუმელი სახლის გასათბობად; 2) არ უნდა გამოიყენოს ნახშირის გრილი, მწვადის შესაწვავი დანადგარი ან პორტატული სალაშქრო ქურა სახლში, კარავში ან ბორბლებიან სახლში; 3)არასოდეს არ უნდა ჩართოს მოტოციკლი, გენერატორი, წნევით მრეცხავი ან ნებისმიერი ბენზინზე მომუშავე ძრავა სარდაფში, გარაჟში ან სხვა დახურულ ნაგებობაში, მაშინაც კი თუ კარი ან ფანჯრები ღიაა, თუ მოწყობილობა პროფესიონალურად არ არის დამონტაჟებული და თუ არ აქვს ნორმალური ვენტილაცია; 4) )არასოდეს არ უნდა ჩართოს მოტოციკლი, გენერატორი, წნევით მრეცხავი ან ნებისმიერი ბენზინზე მომუშავე ძრავა ღია ფანჯრის ან კარის ახლოს, საიდანაც გამონაბოლქვი შესაძლებელია დახურულ სივრცეში შევიდეს. 5) არასოდეს დატოვოთ ძრავა ჩართული გაჩერებულ ტრანსპორტში. მომხმარებლის ცოდნა არის პრევენციის გასაღები. შემთხვევითი მოწამვლების შემთხვევების უმრავლესობაში მსხვერპლი ვერ აცნობიერებდა, რომ ნახშირჟანგი წარმოიქმნებოდა ან გროვდებოდა ჰაერში, რომელსაც ჩაისუნთქავდნენ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.