აგენტი, რომელიც იწვევს კიბოს. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) კარცინოგენების კლასიფიკაციას ახდენს შემდეგნაირად: 1. Sufficient evidence — საკმაო მტკიცებულება: დადებით მიზეზობრივი კავშირი, რომელიც ჩამოყალიბდა რისკ-ფაქტორთან შეხებასა და კიბოს გამოვლინებას შორის. 2. Limited evidence — შეზღუდული მტკიცებულებები: დადებითი ასოციაცია აღინიშნა რისკ-ფაქტორებთან კონტაქტებს შორის, რომლისთვისაც გამომწვევის ინტერპრეტაცია სანდოა, მაგრამ ცდომილების შესაძლებლობა, გაურკვევლობა არ შეიძლება გამოირიცხოს. 3. Inadequate evidence — არასაკმარისი მტკიცებულება: არასაკმარისი ხარისხის, კონსისტენციის ან სტატისტიკური სიმძლავრის ხელმისაწვდომი კვლევები მიზეზობრივი კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად. 4. Evidence suggesting lack of carcinogenicity — მტკიცებულება, რომელიც გვთავაზობს კარცინოგენულობის ნაკლებობას: სხვადასხვა ადეკვატური კვლევები, რომელშიც შედის სრული დოზები, რომლებთანაც ადამიანებს ჰქონდათ შეხება, და რომლებიც არ აჩვენებენ დადებითი ასოციაციების არსებობას აგენტთან შეხებასა და ნებისმიერ შესწავლილ კიბოს შორის შეხების ნებისმიერ დონეზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.