ნორმალურად სუფთა ლინზა ან მისი კაფსულა იბინდება (ლოკალურად ან გენერალიზებულად), შესაბამისად, ხდება მხედველობის დაქვეითება სინათლის სხივების გამავლობის ობსტრუქციის გამო. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს თანდაყოლილი, ტრავმული, მეორე თვალის ან სხვა სისტემური დაავადების გამო განვითარებული, მძიმე დეჰიდრაციის, მზის სხივების ან კვამლიან გარემოში მოხვედრის, დიაბეტის, სიბერის და ა.შ. შედეგი. ის უფრო ხშირია მოხუცებში და ცნობილია მოხუცებულთა კატარაქტის სახელით. ლინზების ამოღების შემდეგ რეფრაქციის ცდომილება შესაძლებელია გამოსწორდეს სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით. კატარაქტაზე ოპერაციის შემდეგ ახლა უფრო მეტად მიღებულია პატარა პლასტიკური ლინზების ჩადგმა თვალში (თვალშიდა ლინზა, IOL).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.