| ქართ. | შემთხვევა-კონტროლის კოჰორტული კვლევა |
ჰიბრიდული კვლევის დიზაინის ამ ტიპში, მაგ. ზოგიერთი ცვლადი კოჰორტიდან, ყველა პირის სისხლის ნიმუში კოჰორტაში გროვდება და ინახება სამომავლო ანალიზისთვის. მრავალი წლის ან დეკადის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია დაუსვან რომელიმე დაავადების დიაგნოზი და დარღვევა. ყველა შემთხვევასა და ჯანმრთელი ადამიანების ნიმუშს შესაძლებელია ანალიზი გაუკეთდეს კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ანალიზებისთვის. ასეთი დიზაინი გვეხმარება შედეგების მისაღებად შედარებით დაბალ ფასად სწრაფი ანალიზის გაკეთებაში. შემთხვევები და საკონტროლო ჯგუფები შესაძლებელია შემდგომში შევადაროთ საკვლევი ცვლადის დონეს. მაგ. კოჰორტის ყველა 100 000 წევრის სისხლის ნიმუში გაიყინება და შეინახება ბეტა კაროტენის გაზომვის გარეშე. ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ კოჰორტის 200 წევრს დაესმება მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი, ხოლო 9,800-ს კი არ ექნება მსხვილი ნაწლავის კიბო. მაგ. 400 დაავადებისგან თავისუფალი საკონტროლო წევრის ყველა შემთხვევის და ნიმუშის შერჩევა ხდება, ხოლო ბეტა კაროტენი უნდა გაიზომოს შენახულ შრატში. შემდეგ შემთხვევები და საკონტროლო ჯგუფი უნდა შედარდეს ბეტა კაროტენის დონის მიხედვით, როგორც ტრადიციული შემთხვევა-კონტროლის კვლევაში (Brownson & Pettiti 1998).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.