| ქართ. | პოპულაციაში ჩატარებული შემთხვევა კონტროლის კვლევა |
ამ ტიპის კვლევაში დაავადების არსებობის ყველა შემთხვევა ვლინდება გარკვეულ გეოგრაფიულ მიდამოში დროის სპეციფიური პერიოდის განმავლობაში, ხშირად დაავადების რეგისტრაციის ან საავადმყოფოთა ქსელის მეშვეობით. შემთხვევათა სრული სერიების ან მისი რანდომული ნიმუშის შერჩევა ხდება კვლევისთვის. საკონტროლო ჯგუფის შერჩევა ხდება იმ პირთა სავარაუდო ნიმუშის შერჩევის გზით, რომლებსაც საკვლევი დაავადება არ აქვთ იმ გეოგრაფიული რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც წარმოიშვა ეს შემთხვევები.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.