| ქართ. | საომარი მომწამვლელი ნივთიერება |
ქიმიური აგენტი, რომელიც გამოიყენება ომში მტრის გასანადგურებლად; ამ აგენტებს პირდაპირი ტოქსიური ზემოქმედება გააჩნია ადამიანებზე, ცხოველებსა ან მცენარეებზე. პირველად ის აღმოაჩინა ფრიც ჰებერმა, გერმანელმა ქიმიკოსმა, რომელმაც ქიმიკატები გარდაქმნა საომარ აგენტებად, რომლებიც გამოყენებულ იქნა პირველ მსოფლიო ომში (1915). 1925 წლის ჟენევის პროტოკოლით ხანგრძლივად აიკრძალა ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით. 1997 წელს „ქიმიური იარაღის კონვენციამ“ კიდევ ერთხელ აკრძალა ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება. მომდევნო ქიმიური აგენტები გამოიყენება ომში: ა. ნერვული აგენტები: ტებან, სარინ, და სომენ, რომლებიც უფრო ტოქსიურნი არიან, ვიდრე ციანიდი ან დარიშხანის საწამლავი. ბ. კანის დამაზიანებელი აგენტები: გოგირდის იპრიტი, აზოტის იპრიტი და ლუიზიტი ნერვულ აგენტებთან შედარებით ნაკლებად ტოქსიურნი არიან. ამ ქიმიკატების შესვლა სხეულში ხდება ჩასუნთქვის ან კანის გზით და ფართო დაზიანებას იწვევს, მაგრამ ხასიათდება ბუშტუკების წარმოქმნით, რაც იწვევს მეორად დაინფიცირებას. გ. სისხლზე მოქმედი აგენტები: კალიუმის ან ნატრიუმის ციანიდი, წყალბადის ციანიდი ან ციანოგენ ქლორიდი. დ. მომხრჩობი ნივთიერებები: ქლორისა და ფოსგენის აირები არის გამაღიზიანებელი და იწვევენ ხველას. ე. ტოქსინები: ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი ბოტულინის ტოქსინი, რიცინი, რომელიც გამოიყოფა კასტორის მარცვლებიდან, ხოლო საქსიტოქსინი მიიღება ზღვის მცენარეების სახეობებისგან. ყველა ეს ტოქსინი ლეტალურია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.