| ქართ. | ძალადობა ბავშვებზე/არასწორი მკურნალობა |
წარმოადგენს ყველა ფორმის სექსუალური ძალადობის ფიზიკურ და/ან ემოციურ გამოვლინებას, იგნორირებულ ან უდარდელ მკურნალობას ან კომერციულ ან სხვა ექსპლუატაციას, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, განვითარების ან ღირსების აშკარა ან პოტენციურ ზიანს პასუხისმგებლობის, ნდობის ან ძალაუფლების ურთიერთობის კონტექსტში (WHO 1999). ის აგრეთვე გულისხმობს ემოციურ ტრავმას, მშობლების მხრიდან არასწორ სამედიცინო დახმარებას და ფაქტორებს, რომლებიც ბავშვის მორალური განვითარებისთვის ტრავმულ ფაქტორს წარმოადგენს. არასრულწლოვანთა სამართლის აქტი, 1986 წელი, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას უწოდებს „ურთიერთქმედებას ბავშვს (18 წლამდე ასაკის გოგო და 16 წლამდე ასაკის ბიჭი) და ზრდასრულს (რომელიც მნიშვნელოვნად უფროსია, ვიდრე მსხვერპლი და არის ბავშვზე ძალაუფლების მქონე პირი ან შესაძლებელია ნაცნობი ან უცნობი პირი) შორის, სადაც ბავშვი ასრულებს სექსუალური მასტიმულირებლის როლს მოძალადის ან სხვა პირისათვის.“ ბავშვის მოტაცება და იძულება იმათხოვროს ქუჩაში ან სხვა ქვეყანაში გადაყვანა სოციალური გართობის მიზნით, რაც ხშირია ზოგიერთ ქვეყანაში, წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის მცირე რაოდენობის მაგალითებს.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.