მწვავე, ფაღარათიანი დაავადება, რომელსაც იწვევს Vibrio cholerae ბაქტერიით ნაწლავების დაინფიცირება. ინფექცია ხშირად მსუბუქია, უსიმპტომო, მაგრამ ზოგჯერ ის შესაძლებელია იყოს მძიმე და ხასიათდება პროფუზული წყლოვანი ფაღარათით, ღებინებით და ფეხებში მოჭერითი ხასიათის ტკივილებით, სპაზმებით. ასეთ პირებში სხეულის სითხის სწრაფი დაკარგვა იწვევს დეჰიდრატაციას და შოკს. მკურნალობის გარეშე სიკვდილი დგება რამდენიმე საათში. ქოლერის ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეს პრობლემა. ეპიდემიის დროს დაინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაინფიცირებული ადამიანის ფეკალიები. დაავადება შეიძლება სწრაფად გავრცელდეს, სადაც კარგად არ მუშავდება წყალგაყვანილობა და სასმელი წყალი. ასევე ხშირია ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობენ ისეთ ადგილებში, სადაც ქოლერა ენდემურია. ანადუღარი, ქლორით ან იოდით დამუშავებული წყლის, უსაფრთხო სასმელების, როგორიცაა ჩაი და ყავა, დალევა ყინულის გარეშე, კარგად მომზადებული და ცხელი საკვების მიღება. არ უნდა მიიღონ ქუჩაში მომზადებული საკვები და სასმელი. ქოლერის ვაქცინა არ არის რეკომენდირებული მოგზაურებისთვის ან საერთო გამოყენებისთვის, ვინაიდან ის გვაძლევს ხანმოკლე და არასრულ იმუნიტეტს. ქოლერას შესაძლებელია მარტივად და წარმატებით ვუმკურნალოთ ფაღარათის შედეგად დაკარგული სითხეებისა და მარილების ჩანაცვლების გზით. ანტიმიკრობული პრეპარატები, როგორიცაა დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი, ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლი, ერითრომიცინი და ფურაზოლიდონი გამოიყენება როგორც დამხმარე მკურნალობა, რაც ამცირებს ფაღარათსა და ბაქტერიების გამოყოფას და ასევე მკურნალობისთვის აუცილებელი სითხეების მოცულობას. ვაქცინა ძალიან მცირე როლს ასრულებს პრევენციაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.