ალტერნატიული არჩევნები, გამოხატული რაოდენობრივ ფორმებში, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს პრობლემებზე მსჯელობის ყველა ეტაპზე, იერარქიული რიგითობით. ამდენად, „გადაწყვეტილებების ხე“ არის გრაფიკული მექანიზმი (საშუალება), რომელიც გამოიყენება გადაწყვეტილებების ანალიზისას, რომლის დროსაც თითოეული გადაწყვეტილება წარმოდგენილია როგორც ტოტი და შემდგომში შესაძლო შედეგები არის წარმოდგენილი, როგორც სამომავლო ტოტები. გადაწყვეტილებები და შესაძლო შედეგები წარმოდგენილია, როგორც „ალბათ მოხდება“ ფორმით. კავშირს, რა მომენტშიც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ეწოდება „გადაწყვეტილების კვანძი“ (Pauker & Kassirer 1975).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.