Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Alma-ata declaration

 
ქართ.ალმა-ატის დეკლარაცია
ასევე, ცნობილი, როგორც, პირველადი დეკლარაცია primary (შინაარსთან შესაბამისი სიტყვა ვერაფრით მოვიფიქრე) ჯანდაცვაზე ზრუნვის შესახებ. აღნიშნული დეკლარაცია მიიღეს 1978 წლის 6-12 სექტემბერს, ალმა-ატაში (ყაზახეთის რეპუბლიკა) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ბავშთა დაცვის ორგანიზაციის (WHO/UNICEF) გაერთიანებულ კონფერენციაზე. რომლის მთავარი მიზანი იყო მიეღწიათ დასახული მიზნისთვის „ჯანმრთელობა ყველასათვის 2000 წლისთვის“. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილე ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა „გლობალურ სტრატეგიას“ „ჯანმრთელობა ყველასათვის 2000 წლისთვის“, რომელიც „არ ნიშნავდა იმას, რომ დაავადებები და ავადმყოფობები აღარ იარსებებდა, ან რომ ექიმები და მედდები თითოეულ ადამიანზე იზრუნებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ ჯანდაცვისთვისსაჭირო რესურსები გავრცელდებოდა მსოფლიო მასშტაბით და აუცილებელი ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა საზოგადოების სრული ჩართულობის საშუალებით. ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელობა იწყება სახლში, სკოლებში და სამსახურებში და რომ ადამიანები მიმართავენ უფრო მეტ ძალისხმევას ავადმყოფობის, გარდაუვალი დაავადებების და შეზღუდული შესაძლებლობების მაქსიმალურად შემსუბუქებისა და პრევენციისათვის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები გაიაზრებენ, რომ მათ გააჩნიათ ძალა, შეცვალონ თავიანთი და ოჯახის წევრების ცხოვრება დაავადებების ტვირთისგან თავის არიდების გზით, ასევე, იმის გააზრებით, რომ ავადმყოფობა არ არის დაუძლეველი“ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1990).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12