| ქართ. | დემოგრაფიული გადასვლის თეორიები |
1. ეკონომიკური განვითარების პროცესი, ადამიანების კვებით უზრუნველყოფის დონეების გაუმჯობესება, სულზე შემოსავლის გაზრდა, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესება და განათლება დაკავშირებული იყო მოსახლეობის ზრდის შენელებასთან, რაც დაფიქსირდა დასავლურ სამყაროში. 2. იგივე განიხილება განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომ ისინიც იგივე გზას გაყვებიან და დემოგრაფიული გადასვლის პროცესის დასასრულებლად დიდი დრო დასჭირდებათ. 3. ვარდნა, შობადობის მაჩვენებლებში, პირველ რიგში იწყება ურბანულ ტერიტორიებზე, ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, მოდერნიზაციის და ა.შ. პროცესების გამო. 4. ინდოეთში სრულიად განსხვავებული სურათია. ურბანულ რაიონებში შობადობის მაღალი მაჩვენებლებია. რაიონებში (სასოფლო ტერიტორიებზე) კონტრაცეფტივის გამოყენებაზე თანამედროვე ტექნოლოგიის გავლენა არ დაფიქსირებულა. 5. High Stationary-დან Low Stationary-მდე მოსახლეობაში, თანამედროვე მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ ითამაშა როლი და ივარაუდება, რომ ეს გადაჭრის მოსახლეობის პრობლემას. რასაკვირველია, აღნიშნული საყოველთაოდ არ იქნა მიღებული. 6. ქინგსლი დეივისი ამტკიცებდა, რომ სოციალური ცვლილების გარეშე მოსახლეობის პრობლემა ვერ გადაიჭრება. 7. მორის კინგი ამტკიცებდა, რომ ბავშვთა გადარჩენის სტრატეგიები უნდა შეჩერდეს, რადგან ღარიბ და საკვებ ნაკლულ ბავშვებზე აზრი არ აქვს თანხების ხარჯვას და ინვესტირებას.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.