ისტორიულად წარმოდგენილია, რომ თითოეულმა ქვეყანამ, კერძოდ დასავლეთში, პოპულაციაში (მოსახლეობაში) ვარდნის მიმდინარე დონეს მიაღწია კონკრეტული ეტაპების გავლით: 1. პირველი ეტაპი (High Stationary): როდესაც შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ძალიან მაღალია, ზრდა წყდება და მოსახლეობა სტატიკური ხდება. 2. მეორე ეტაპი (Early Expansion): ამ ეტაპზე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იწყებს ვარდნას, ხოლო შობადობის მაჩვენებელი უცვლელი რჩება. აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის ბევრი ობიექტი, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. 3. მესამე ეტაპი (Late Expanding): ამ ეტაპზე შობადობის მაჩვენებელი იწყებს ვარდნას და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ასევე ეცემა. ამასთან, მოსახლეობაში აღინიშნება ძალიან ნელი ექსპანსია. 4. მეოთხე ეტაპი: (Low Stationary): ამ ეტაპზე, შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც დაბალია და მოსახლეობის ზრდა სტატიკურ ფაზაში შედის. 5. მეხუთე ეტაპი (Declining): ამ ეტაპზე აღინიშნება შობადობის მაჩვენებლის შემდგომი ვარდნა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც იწვევს მოსახლეობის შემცირებას. ეს ეტაპი შეიძლება დასრულდეს დიდი კატასტროფით, როგორიცაა მოსახლეობის გაქრობა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.