| ქართ. | დემენცია (დემენციის სინდრომი) |
წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რაც გამოიხატება გონებრივი ფუნქციონირების მუდმივი გაუარესებით (მრავლობითი კოგნიტური დეფიციტი). ალცჰაიმერის ტიპის დემენცია ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ხასიათდება ქერქული ფუნქციების უწყვეტი მოშლით. მოშლის დონე ცვალებადია. მულტი-ინფარქტული ვლინდება ათეროსკლეროზის მეორადი კლინიკური ან სუბკლინიკური ცერებრალური ინფარქტის შედეგად. მოშლა მიმდინარეობს ეტაპობრივად, კლინიკური სტადიების პერიოდებით. სუბკორტიკალურ დემენციას თან სდევს მოძრაობისა და სიარულის მანერის მოშლა და ხასიათდება ფსიქომოტორული შენელებით. მეორად დემენციას ასევე უწოდებენ „შექცევად დემენციას“ , ვინაიდან შესაძლებელია მოხდეს კოგნიტური მოშლილობის შებრუნება, პირველადი დაავადების მკურნალობით (ბოულინგი, 2001).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.