ბერძნული სიტყვაა. ergo-ნიშნავს მუშაობას, nomos ნიშნავს კანონს. ოკუპაციური მედიცინის ნაწილი, რომელიც განისაზღვრება როგორც სამუშაო გარემოს ცვლილება მომუშავე პერსონალის მოცულობის და უნარის შესაბამისად ( Murel 1969). ეს არის „ადამიანის სამსახურის მეცნიერება, ტექნოლოგია და ხელოვნება“ ( Sen 1997). ერგონომიკა შეისწავლის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ მომუშავე პერსონალის დამოკიდებულებას ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფიზიკურ სამუშაოსთან მაქსიმალური ძალისხმევის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, პროდუქტიულობის მიზნით. ეს არის დისციპლინა, რომელიც ადამიანისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. როცა ერგონომიკა სწორად გამოიყენება სამუშაო გარემოში, ვიზუალური და კუნთოვანი დისკომფორტი არის მინიმალური. ერგონომიკის პრინციპები გვეხმარება შევამციროთ სტრესი და იმ დაზიანების და დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ, რაც შეიძლება იქნას გამოწვეული ხანგრძლივი დატვირთვის, სხეულის ცუდი პოზის ან განმეორებითი დავალებების შესრულებით. ეს შეიძლება მიღწეული იქნას თანამშრომლების ადეკვატური სამუშაო სივრცით, განათებით, ინსტრუმენტებით ან იარაღების სათანადო უზრუნველყოფით.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.