პროგრამის შედეგები რამდენად შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს. 1. რამდენად შეესაბამება პროგრამა დასახულ ამოცანებს? 2. არიან თუ არა პროგრამის მწარმოებელნი კმაყოფილები პროგრამების ეფექტებით? 3. არიან თუ არა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამის აქტივობის შედეგებით კმაყოფილნი? 4. შემცირდა ან თუ ვ ელიმინაცია პრობლემის პროგრამის შედეგად? ყველაზე რთულია დაადგინო რა ეფექტი ჰქონდა პროგრამას. იმისათვის, რომ დამყარდეს კავშირი ასოციაცია მიზეზსა და ეფექტს შორის, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი კრიტერიუმები: 1. ერთ ცვლილებას უნდა მოჰყვეს მეორე; 2. ეს შეიძლება განვსაზღვროთ სტატისტიკური პროცედურებით; 3. მიზეზები წინ უნდა უსწრებდეს ეფექტებს.თუ ეფექტი წინ უსწრებს ნამდვილ მიზეზს, მაშინ ეს მიზეზი ავტომატურად გამოირიცხება, როგორც გამომწვევი მიზეზი; 4. პროგრამები თუ განმეორდა, უნდა მოგვცეს იგივე შედეგები; 5. უნდა აიხსნას მიზეზობრივი კავშირის, რომელიც თავსებადია მოცემულ მონაცემთან; 6. უნდა მოხდეს ყველა საპირისპირო ახსნა-განმარტების ელიმინაცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.