Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
EC EF EG EN EP EQ ER ES ET EU EV EX EY En

Evan’s Postulates

ევანსის პოსტულატები: განსაზღვრავს გამოწვევის კრიტერიუმებს: 1) დაავადების რისკი საკამაოდ მაღალია ჰიპოთეზიურად დაუცველ ჯგუფში, ვიდრე გაკონტროლებულ ჯგუფში, რომლებიც შედარებით დაცულნი არიან; 2) როდესაც ყველა რისკ-ფაქტორ მუდმივია, ჰიპოთეზიურად გამომწვევის ზეგავლენა გაცილებით უფრო მაღალია დაავადებულ ადამიანებში, ვიდრე ჯანმრთელებში; 3) პროსპექტული კვლევების მიხედვით, დაავადების სიხშირე გაცილებით უფრო მაღალია მათში, ვინც მოექცა ჰიპოთეზიურად გამომწვევის მოქმედების ქვეშ; 4) დაავადება უნდა მიყვებოდეს ჰიპოთეზიურად გამომწვევი მიზეზის ინკუბაციური პერიოდის დისტრიბუციას ზარის ფორმის მრუდზე; 5) მასპინძლის პასუხების სპექტრი მიყვება ჰიპოთეზიური გამომწვევის ზემოქმედებას და მის ლოგიკურ ბიოლოგიურ გრადიენტს მსუბუქიდან მძიმესკენ; 6) განსაზღვრადი პასუხი მასპინძელში, რომლიც თან ახლავს გამომწვევის ზეგავლენას გაცილებით უფრო დიდი ალაბათობით გამოჩნდება მათში ვისაც არ ჰქონია ეს ზეგავლენა ადრე (ანტიგენი, კიბო), ან გაიზრდება მასშტაბები მათში ვისაც ჰქონია ეს ზეგავლენა; 7) დაავადების ექსპერიმენტული გამრავლება გაცილებით უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს ისეთ ადამიანთა ღა ცხოველთა ჯგუფში, რომლებიც არიან ჰიპოთეზიური გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს მიზანმიმართული მოხალისეებში,ექსპერიმენტულად გამოწვეული ლაბორატორიებში ან წარმოადგენდეს ბუნებრივი ზეგავლენის რეგულაციას; 8) ჰიპოთეზიური გამომწვევის ელიმინაცია ან ცვლილება ამცირებს დაავადების სიხშირეს ( მაგ. ვირუსის დასუსტება, პოლიოს ჩანაცვლება პოლიოს ვირუსის ვაქცინით, კუპრის მოცილება სიგარეტიდან); 9) ჰიპოთეზიური გამომწვევის ცვლილებით ან მისი პრევენციით დაავადება უნდა შემცირდეს ან გამოირიცხოს (მაგ. იმუნიზაცია ყვავილზე, ჭაბურღილების გაუქმება რაჯასტანში, რათა მოხდეს გუინეა ჭიებით დასნებოვნების ელიმინაცია.); 10) ყველა დამოკიდებულებასა და შედეგს უნღა ჰქონდეს ბიოლოგიური ღა ეპიდემიოლოგიური აზრი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12