| ქართ. | ევალუაცია (შეფასება) |
რაიმე ღირებულების აღმოჩენა. ეს არის პროცესი, რომელიც აფასებს პროგრამის მიღწევას, მის ადეკვატურობას, ძალისხმევას და იმას, თუ რამდენად მისაღებია მასში ჩართული ყველა მხარის მიერ. ასევე განიმარტება როგორც სისტემური გზა ისწავლო გამოცდილებიდან და გამოიყენო ნასწავლი გაკვეთილები რათა გააუმჯობესო აქტივობა, უფრო ფრთხილად აარჩიო და დაგეგმო მომავალი მოქმედებები.ეს გულისხმობს პროგრამის სხვადასხვა ნაწილის ანალიზს: მისი რელევანტურობის, ეფექტურობის, ძალისხმევის და საზოგადოებაზე ზეგავლენის განსაზღვრას. შეფასება განიმარტება როგორც შეგროვება და ანალიზი რათა მოხდეს შესრულებული პროგრამის შეფასება. ჯანმრთელობის შეფასების ფუნდამენტური მიზანია ჯანრთელობის გაუმჯობესება პროგრამების, გეგმების, ინფრასტრუქტურის, სერვისების მიწოდებისთვის. უნდა მოხდეს ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება ასისტენტებისთვის და მენეჯერებისთვის რათა მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები. პროგრამების და პროექტების შესახებ.მიზანზე, პროგრესზე და აქტივობაზე დაყრდნობით შეფასება შეიძლება დავყოთ: 1. ტოტალური: ა) გეგმა; ბ) პროგრამა; გ) პროექტი. 2. ნაწილობრივი: ა) წელიწადის ნაწილი; ბ) პროგრამის ნაწილი; გ) პროექტის ნაწილი; დ) გარკვეული აქტივობები. 3. დროსთან დაკავშირებული: ა) სიგრძივი; ბ) ჯვარედინი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.