| ქართ. | ექსპერიმენტული კვლევა |
კვლევა, რომლის პირობებს აკონტროლებს მკვლევარი. ეპიდემილოგიაში კვლევა, რომლისთვისაც პოპულაცია სპეციალურადაა შერჩეული, შედეგის შედარება ხდება საცდელ და საკონტროლო ჯგუფებს შორის. ცდომილების თავიდან ასაცილებლად, უნდა ხდებოდეს ჯგუფების შედარება ერთმანეთთან. იდეალურ პირობებში, პირების განაწილება ჯგუფებში უნდა ხდებოდეს რანდომულად. რანდომიზებულ საკონტროლო ცდაში პირები რანდომულად არიან შერჩეულნი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.