| ქართ. | ფაბრიკის და (სამუშაო ადგილის) დახურვა |
საშუალებას იძლევა ჩატარდეს კვლევები უმუშევრობის და ჯანმრთელობის შესახებ, ჯანმრთელობამ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა უმუშევრობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკების დახურვასთან დაკავშირებული კვლევები იძლევა ლიტერატურის მცირე ნაწილს ჯანმრთელობასა და უმუშევრობაზე,ამან საშუალება მისცა მკვლევარებს დაედგინათ კორელაცია უმუშევრობასა და ჯანმრთელობას შორის.(Kasl 1982). ასევე გვეძლევა საშუალება გამოიყოს ფანჯარა უმუშევრობის ზემოქმედების ჯანმრთელობაზე და მაკროსტატისტიკურ კვლევებს შორის მთელ პოპულაციაში.(Bartley 1990). სელექციის არარსებობამ ფაბრიკების დახურვისას მკვლევარების დაეჭვება გამოიწვია, რადგან ამან ცდომილება გამოიწვია.(Morris &Cook 1991). შესაძლოა მუშებმა წინასწარ იციან დახურვის შესახებ და ზოგიერთი მათგანი წინასწარ ტოვებს სამსახურს და იწყებს ახლის ძებნას (Morris &Cook 1991).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.