(130-205) ცნობილი ექიმი რომის იმპერატორის, მარკუს აურელიუსის კარზე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შედარებითი ანატომიისა და ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის დარგში. ის ჯანმრთელობისა და დაავადების შესახებ ამტკიცებდა: რადგან დროისა და მნიშვნელობის მხრივ, ჯანმრთელობა უსწრებს ავადმყოფობას, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და შემდგომ იმაზე თუ როგორ განვკურნოთ დაავადება. დაავადების შესახებ მას თანამედროვე შეხედულება ჰქონდა, ის ამბობდა რომ დაავადება სსამი ფაქტორი განაპირობებს: განმაპირობებელი(წინმსწრები), ემოციური და გარემო ფაქტორები. მისმა სწავლებამ გავლენა მოახდინა სამედიცინო პრაქტიკაზე და ეს გაგრძელდა მანამ სანამ ვესალიუსმა 1543 წელს და უილიამ ჰარვეიმ 1628 წელს მისი მოსაზრება ეჭვქვეშ არ დააყენეს.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.