Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

General Adoptation Syndrome

 
ქართ.ზოგადი ადაპტაციური სინდრომი
ხასიათდება შემდეგი სამი ეტაპით (სტილი 1956). ა) თავდაპირველი მაღვიძარას რეაქცია — მაღვიძარას რეაქცია უცაბედი, დაუყოვნებლივი რეაქციაა სირთულის ან საფრთხის მიმართ. ავტონომიური ნერვული სისტემის მობილიზაცია იწვევს სტრესულ რეაქციას (ბრძოლის ან გაქცევის). სხეულის სხვადასხვა სისტემა მონაწილეობს იმაში, რომ მოხდეს მოქმედებისთვის მზადყოფნის, ხასიათზე ზემოქმედების, კარდიოვასკულარული სისტემის რეგულაციის, სასუნთქი კუნთების დაჭიმულობის და დელიკატური მოტორული აქტივობის კოორდინირება. მაღვიძარას ეფექტის სიმპტომებია: (ონციუს ჟულია 1996) გულის ფრიალი, ზედაპირული და სწრაფი სუნთქვა, კუნთების დაჭიმულობა (განსაკუთრებით წელის, კისრისა და მხრის), ყელის სიმშრალე, გულის რევა, შფოთვა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, ოფლიანობა და კიდურების დაბუჟება. ბ) წინააღმდეგობის ეფექტი — მაღვიძარას რეაქციის სამუდამოდ შენარჩუნება შეუძლებელია. სტრესებთან ხანგრძლივი ექსპოზიციის შედეგად პიროვნება გადადის წინააღმდეგობის გაწევის ეტაპზე. პრობლემის გამკლავების მეთოდი შეიძლება იყოს ადექვატური ან არაადექვატური. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, რომ აღმოაჩინონ ის გზა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიტანს დადებით შედეგებს, რათა არ გამოიყენონ ისეთი მეთოდები, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე შვებას მიანიჭებთ. გ) დაუძლურების ეტაპი — სტრესული რეაქცია ნორმალურია და ჯანმრთელობაზე მეტყველებს. ის საჭიროა იმისათვის, რომ ადამინმა შეინარჩუნოს მოტივაცია და იყოს ადაპტირებადი. თუმცა, როდესაც ადამიანს იმაზე მეტი მოეთხოვება, ვიდრე შეუძლია, მას ღონე ეცლება და იფიტება. გახანგრძლივებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რესურსებისა და ენერგიის კარგვა და საბოლოოდ, დეპრესია. (ონციუს ჟულია 1996). ამ დროს ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები. ასეთ დროს ხშირია ალკოჰოლის, სიგარეტის, დამამშვიდებლებისა და სხვა მედიკამენტების ბოროტად გამოყენება. ამ დროს ადამიანი გამოფიტულია, დეპრესიაშია, უკონტროლოდ ტირის, კარგავს მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობის ინტერესს, აღარ აქცევს ყურადღებას პირადულ საკითხებს (როგორიცაა ვარჯიში, ჩაცმა, ჭამა). უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სუიციდური აქტი. შეიძლება სხვებთან ურთიერთობისას მოიქცნენ გამაღიზიანებლად, ცივად ან უხეშად, რასაც ხშირად მოსდევს დანაშაულის შეგრძნება. მუშაობას ხელი შეიძლება შეუშალოს პანიკურმა შეტევებმა და მოუსვენრობამ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12