Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Global Climate Change and Health

 
ქართ.გლობალური კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა
მეოცე საუკუნის ბოლოს კაცობრიობამ შეიცნო გარემოს გადაუდებელი პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებების კავშირი ერთმანეთთან და ბუნებრივ გარემოსთან ძლიერდებოდა გლობალიზებულ მსოფლიოში.კლიმატის ცვლილებებით დაინტერესებამ განაპირობა მთავრობათა შორის პანელის დაარსება კლიმატის ცვლილების შესახებ 1989 წელს , რათა შეესწავლათ სათბურის აირების, როგორიცაა ნახშიროჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდის ზეგავლენა გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებაზე. მეცნიერულმა მტკიცებულებებმა და მსოფლიო მასშტაბით ამ თემით დაინტერესების გამო გაიმართა მოლაპარაკებები 1993 წელს და შევიდა ძალაში სტრუქტურული კონვექცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მომდევნო მოლაპარაკება 1997 წელს კიოტის პროტოკოლით. კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვას შორის დეტალიზირებულია WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია), WHO (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია), UNEP (გაერთიანებული ერების გარემო პროგრამის მიერ შექმნილ მოხსენებაში, რომელმაც დაასკვნა, რომ სათბურის გაზების დაგროვებით გამოწვეული გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ცვლილებებს დაავადებების გამოვლენის ხასიათში, ვექტორის დისტრიბუციაში, სიკვდილიანობას სითბური ტალღებით, წყალდიდობებითა და ქარიშხლით გამოწვეულ ტრავმას,საკვების ნაკლებობას, მალნუტრიციას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. გლობალური გარემო პირობები წარმოშობს ბიოეთიკურ საზრუნავს, რადგან „პრინციპზე დაფუძნებული ეთიკის“ მთავარი კონვექცია არის — არ ავნო.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12