Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
GA GE GL GR GY

Global Governance

 
ქართ.გლობალური მმართველობა
მმართველობა შეიძლება განიმარტოს როგორც სხვადასხვა გზების ერთობლიობა რომლითაც კერძო პირები და დაწესებულებები ხელმძღვანელობენ საერთო საქმიანობებს. ეს შეიძლება განხორციელდეს ზუსტი კანონების, რეგულაციების, რელიგიური პრინციპების ფორმით ფორმალური დაწესებულებების მიერ (სამინისტრო,ეკლესია), ან უფრო ბუნდოვანი წესებით, როგორიცაა: კულტურული ნორმები, წეს-ჩვეულებები, ეთიკური სტანდარტები არაფორმალური წყაროების მიერ დაწესებული (დეკლარაციები, მოხალისეთა კოდექსი). გლობალური მმართველობა მოიცავს იმ გზების ერთობლიობას, რითაც კერძო პირები და დაწესებულებები ხელმძღვანელობენ საერთო საქმეებს ბუნების შესახებ. სახელმწიფოებთან ერთად გლობალური მმართველობა ხასიათდება რეგიონალური და საერთაშორისო სტრუქტურებით, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შედგება. ჯანმრთელობის სექტორში ამას ახორციელებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციები (WHO,UNICEF). კერძო სექტორის ინტერესებმაც (მულტიეროვანი ორგანიზაციები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები) შეიძლება მონაწილეობა მიიღოს გლობალურ მმართველობაში – საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებზე გავლენის მოხდენით ან თავისი საკუთარი მმართველობის სისტემის შექმნით. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნებში ერთდროულად წარმოიქმნება საზოგადოების ორგანიზაციები გლობალურ მმართველობაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ჯანმრთელობის გლობალურ მმართველობაში წამყვანი როლი აკისრიათ საქველმოქმედო ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჯანდაცვის წარმომადგენლებს.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12