Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV AX AY An

African Trypanosomiasis (Sleeping Sickness)

 
ქართ.აფრიკული ტრიპანოსომიაზი (ძილის დაავადება)
ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაზიტი ტრიპანოსომა ბრუცეი რჰოდესიენ, აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონებში და Trypanosoma brucei rhodesien, დასავლეთ აფრიკის რეგიონებში, რასაც გამბიის ძილის დაავადებასაც უწოდებენ. აღმოსავლეთ აფრიკის ტრიპანოსომიაზი ვრცელდება აფრიკაში გავრცელებული დაინფიცირებული ბუზის, ცეცეს კბენის შედეგად. ცეცეს ნაკბენი ხშირად მტკივენულია და შესაძლებელია განვითარდეს კანის წითელი დაზიანება, რომელსაც ასევე შანკრი ეწოდება. ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, გაღიზიანება, ექსტრემალური დაღლილობა, გადიდებული ლიმფური კვანძები და კუნთებისა და სახსრების ტკივილი ძილის დაავადების ხშირი სიმპტომებია. ზოგ ადამიანს კანზე უვითარდება გამონაყარი. გონების პროგრესირებადი დაბინდვა, პიროვნული ცვლილება, გაურკვეველი მეტყველება, კრუნჩხვები, სიარულის და მეტყველების გართულება ვითარდება, როდესაც ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეაღწევს. თუ არ ვუმკურნალებთ, ინფექცია უარესდება და რამდენიმე კვირაში ან თვეში განვითარდება სიკვდილი. სიმპტომები ვითარდება დაინფიცირებიდან 1-4 კვირაში. არც ვაქცინა და არც რაიმე პრეპარატი არ არსებობს აღმოსავლეთ აფრიკული ტრიპანოსომიაზის პროფილაქტიკისთვის. თუმცა, მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად. მკურნალობა ეფუძნება დაინფიცირებული პაციენტის სიმპტომებსა და ლაბორატორიულ შედეგებს. მკურნალობისთვის აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. პერიოდული საკონტროლო გამოკვლევა, მათ შორის აუცილებელია თავ-ზურგ-ტვინის ფუნქცია 2 წლის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს რეინფექცია. აღმოსავლეთ აფრიკის ტრიპანოსომიაზის შეზღუდვა შესაძლებელია აფრიკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, მათ შორის უგანდაში, კენვაში, ტანზანიაში, მალავიში, ეთიოპიაში, ზეერაში, ზიმბაბვესა და ბოტსვანაში. ის რაიონები, რომლებშიც ინფექციები შეიზღუდა, ფართოდ განისაზღვრება დაინფიცირებული ბუზის ცეცეს და ველური ცხოველების პოპულაციის მიერ. ტურისტები, მონადირეები, სატყეო ინსპექტორები და სხვა პირები, რომლებიც მუშაობენ ან სტუმრობენ ბუნებრივ პარკებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ყველაზე მეტად არიან ამ დაავადების განვითარების რისკის ქვეშ. ცეცეს საკონტროლო ზომების გარდა პერსონალური თავდაცვის საშუალებებიც უნდა გამოიყენებოდეს.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12