დაავადება, რომელსაც იწვევს მიკოტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება სოკოების Aspergillus flavus და Aspergillus parasilicus-ის მიერ. ეს განპირობებულია დაინფიცირებული მიწის თხილის, სიმინდის, ორთქლზე გატარებული ბრინჯის და ა.შ. მიღებით. დაინფიცირების დროს გამოიყოფა აფლატოქსინი. ის ჰეპატოტოქსიურია და ბუნებით კარცინოგენულია. საკვები მარცვლეულის სწორად გამოშრობა და დატენიანება, მათი სწორად შენახვა აგვაცილებს ამ მარცვლეულის დაინფიცირებას და შემდგომში აფლატოქსიკოზის განვითარებას ადამიანებში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.