დაფა შედგება სხვადასხვა ფერის ზოლისგან და განკუთვნილია გადაღების განრიგის დასაგეგმად და საჩვენებლად. თითოეული ზოლი წარმოადგენს გადასაღებ სცენას, ხოლო ფერი წარმოაჩენს სცენარის მიხედვით განსაზღვრულ სცენის ტიპს და დროს (მაგ. ექსტერიერი, დღე). თანამედროვე დაფები ელექტრონულადაც იქმნება.