კვლევის გადაჭარბებული ან არასაკმარისი შეფასება, რაც ეწინააღმდეგება მკითხველის მორალს, მაგ: მკითხველი არასაკმარისად აფასებს კვლევას, რომელიც გვიჩვენებს გაცხიმოვნების ავადობის ეფექტებს, მდგომარეობას, რომელსაც ის თვლის არამორალურად, სიზარმაცის შედეგებს. მორალური ცდომილება ხშირია პროფილაქტიკურ მედიცინაში, რასაც იწვევს ამ დისციპლინის ხშირ საჭიროებას ქცევითი ცვლილებების დასანიშნად.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.