მოდელი, რომელშიც სხვადასხვა ფაქტორების კომბინირებული ეფექტი წარმოადგენს ეფექტების ჯამს, რომლებიც შეიძლება განვითარებულიყო თითოეული ფაქტორის მეშვეობით ცალ-ცალკე, სხვა ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში. მაგ: თუ ფაქტორი X რისკს ამატებს x%-ს Y-ს არარსებობის შემთხვევაში და თუ ფაქტორი Y უმატებს რისკს y %-ს X-ის არარსებობის შემთხვევაში, ადიტიური მოდელი გვეუბნება, რომ ორი ფაქტორი ერთად რისკს დაუმატებს (x+y)%-ს. იხ. ურთიერთქმედება, სწორხაზოვანი მოდელი, მათემატიკური მოდელი, ნამრავლის მოდელი.
იხილეთ ასევე: ურთიერთქმედება, სწორხაზოვანი მოდელი, მათემატიკური მოდელი, ნამრავლის მოდელი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.