ქართ. | გლობალური სამოქალაქო საზოგადოება |
არის ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოების“ გლობალური ცნება.სამოქალაქო საზოგადოება არის „ადამიანთა არა იძულებით შექმნილი ასოციაცია და ურთიერთობათა კავშირი დამყარებულია ოჯახზე, რწმენაზე, ინტერესებსა და იდეოლოგიაზე.განსაზღვრებები იცვლება სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციის ტიპების მიხედვით და მოიცავს:სავაჭრო გაერთიანებებს,აკადემიურ დაწესებულებებს,საქველმოქმედო ფონდებს,რელიგიურ გაერთიანებებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.ზოგიერთი დეფინიცია მოიცავს ბიზნეს ასოციაციებსაც,თუმცა ზოგი – გამორიცხავს. სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა სხვადასხვა დონეზე დემოკრატიული პოლიტიკის ძირითადი მახასიათებელია.გლობალურ დონეზე სამოქალაქო საზოგადოება იძენს დამატებით მნიშვნელობას სამთავრობო თუ კერძო დაწესებულებების არარსებობის ან მათი გავლენის ნაკლებობის შემთხვევაში.ეს დისბალანსი საკამათოა და საჭიროებს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას,რომ უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ბიზნეს ინტერესების კონტროლი.გლობალური კომპანიების გმოჩენა და მნიშვნელოვანი მულტიეროვანი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების მომწიფების მაჩვენებელია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.