(ბერძნულად: გონების ცუდი მდგომარეობა) ხასიათის აშლილობის ტიპი, რომელიც მიმდინარეობს ქრონიკული, მსუბუქი დეპრესიით ან გაღიზიანებადობით, და სხვა თანმდევი სიმპტომებით. შეიძლება ითქვას, რომ დისთიმია ეს არის მსუბუქი, თუმცა ხანგრძლივი დეპრესია. ტერმინი დისთიმია, DSM-5-ში (ფსიქიატრიული დაავადებების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური ცნობარი) ჩანაცვლებულია ტერმინით: პერზისტენტული დეპრესიული აშლილობა, რომელიც მოიცავს, როგორც ქრონიკულ დიდ დეპრესიულ აშლილობას, ასევე წარსულში არსებულ დისთიმიას. დისთიმიის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ხანგრძლივ დეპრესიულ განწყობასთან ერთად პაციენტს ჰქონდეს ორი დამატებითი სიმპტომი, მაგალითად: ინსომნია ან ჰიპერსომნია, დაღლილობა ან უენერგიობა, კვების დარღვევები, დაქვეითებული თვითშეფასება, ან უიმედობის შეგრძნება. ასევე, ყოველდღიური ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, მაგალითად: დაქვეითებული კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, დაავადების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ადაპტირებულია: Merriam-Webster.com Dictionary [Internet]. s.v. “dysthymia,” [cited: April 22, 2020], Available from: https://www.merriam-webster.com/dictionary/dysthymia
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.