Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

? Contraception

 
ქართ.კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია არის ორსულობის თავიდან აცილების აქტი. ეს შეიძლება იყოს მოწყობილობა, მედიკამენტი, პროცედურა ან ქცევა. კონტრაცეფცია საშუალებას აძლევს ქალს აკონტროლოს მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და იყოს აქტიური მონაწილე ოჯახის დაგეგმვაში. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მიზნად ისახავს კონცეფციის (ჩასახვის) თავიდან არიდებას, ან იმპლანტაციისა და ზრდის შეჩერებას. კონცეფციის თავიდან აცილება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის (ორალური კონტრაცეპტული აბებით) ჰორმონალური მოშლით, გამავლობის ფიზიკურად დაბლოკვით (ბარიერული მეთოდები ან სტერილიზაცია), ან ნაკლებად წარმატებით, ნაყოფიერი პერიოდის განმავლობაში აბსტინენციის, ანუ სექსუალური კონტაქტის თავის არიდების გზით. იმპლანტაციის შეფერხება შესაძლოა მოხდეს უცხო სხეულის გამოყენებით (ინტრაუტერინული (საშვილოსნოსშიდა) მოწყობილობა) ან ქირურგიული ჩარევის გზით (სალპინგექტომია ან ვაზექტომია).ადაპტირებულია: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK536949/
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12